ლევან ხაბეიშვილი - 35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერ სახელმწიფოს არ ჩააბაროს

35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერ სახელმწიფოს არ ჩააბაროს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით ერთობის ფასი.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, ერთობის ფასი და იმის ფასი, რომ ფაქტობრივად ხალხისთვის შეუძლებელი არაფერია, მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება იყოს მათთვის. შესაბამისად ჩვენ, 35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ რეალობაში ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს.

ამიტომ ერთობის ფასი ამ ქვეყანაში არაფერი, ერთ მუშტად შეკრულებს, ცხადია ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია!“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება