გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის

ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს კანონი რუსულია შინაარსითაც, თავითაც და ბოლოთიც და ამას ამბობს მთელი მსოფლიო.

„ძალიან კონკრეტულია საკითხი - ევროკავშირი თუ გვინდა, ამ კანონის ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს. საქართველო რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, აუცილებელია, რომ არათუ ასეთი კანონები არ მიიღოს, არამედ მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც დაგვაახლოებს ევროკავშირთან. ამაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბრიუსელმა, აბსოლუტურად ყველამ. ერთადერთი ვისაც უნდა რომ ქართველი ხალხი მოატყუოს, არის ივანიშვილის პარტია. მათ უნდათ, რომ ის ნაძარცვი, რაც აქვთ, რამენაირად შეინარჩუნონ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. დღეს 9 აპრილია, 9 აპრილი არის გამარჯვების დღე რუსულ იმპერიაზე. ახლა ჩვენ გავიმარჯვებთ ივანიშვილზე, ყველანი ერთად. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, ერთიანობის იქით გზა არ არსებობს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. ფრანგიც, გერმანელიც, ამერიკელიც, ბრიტანელიც ამბობს, რომ ეს არ არის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ჰქონდეს. ყველგან მსგავსი ტიპის კანონი, თუ სადმე არსებობს, მიმართულია მტრების წინააღმდეგ და არა მეგობრების წინააღმდეგ. აქ უნდათ, რომ მიმართონ მეგობრების წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს გააკეთა პუტინმა. ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის. როცა ევროპარლამენტარები, ევროპელი ლიდერები, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყველა გეუბნება, რომ ამ კანონით საქართველოს ადგილი ვერ იქნება ევროკავშირში, ახლა სისულელეების გამეორება უარესია ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო