ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ღაზის სექტორის ნაწილიდან ისრაელის ძალების გაყვანის საკითხი განიხილეს

შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ღაზის სექტორის ნაწილიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანის საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა დეტალები ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანის და ასევე, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციის მომავლის შესახებ.

აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოსტინმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მკვეთრად გაზრდის აუცილებლობას.

ოსტინმა და გალანტმა ასევე განიხილეს World Central Kitchen-ის 7 თანამშრომლის დაღუპვის საკითხი, რომლებიც 1-ელ აპრილს ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლნენ.

პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა ასევე „დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის მიმართ ირანისა და მისი მარიონეტული ქსელის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება