მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტზე - ვინც არ უნდა იყო, როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიცირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის - არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში - ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის - ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება