პაატა დავითაია - ამდენი წლის შემდეგ ქართველ ხალხს ისევ უწევს ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა ოკუპაციის და იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა

9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ამ დღემ გადამწყვეტი როლი ითამაშა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდებოდა 70 წლის განმავლობაში. ამდენი წლის შემდეგ ქართველ ხალხს ისევ უწევს ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა ოკუპაციის და იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ებრძოდა წლების განმავლობაში - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობას ყოველთვის სჭირდება დაცვა და შენარჩუნება.

„დღევანდელი 9 აპრილი არის ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნება, დაცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, რომელიც კვლავ ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხის წინაშე დგას.

ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ხალხი გამოვიდეს მარშზე, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი ნება - ქვეყანა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სივრცეში და გააპროტესტოს რუსეთთან დაახლოებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტის მიერ“, - აღნიშნა პაატა დავითაიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება