მამუკა მდინარაძე - არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ, არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია, ესე იგი ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს

ფაქტია, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ და რეალურად, ამავდროულად და უფრო მეტად ჩვენი მომავალი თაობის, არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია, ესე იგი ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას პასუხი კი არ აქვს, არამედ „დგანან პროპაგანდის მხარეს“.

„ნამდვილად არ ვიცი ვინ ჩაერთვება, მაგრამ, ფაქტია, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ და რეალურად, ამავდროულად და უფრო მეტად ჩვენი მომავალი თაობის, არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია, ესე იგი ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. პასუხის არ გაცემა არ შეიძლება. პოზიცია ან გაქვს ან არ გაქვს. პოზიცია არ აქვთ კი არა დგანან მეორე მხარეს და თუ ამას მაბრალებ, უკაცრავად მაშინ დააფიქსირონ პოზიცია, მხარი დაუჭირონ ჩვენს საკონსტიტუციო კანონპროექტს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება