ლევან ცუცქირიძე - ყველა ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება რუსეთის პრესსამსახურის, პუტინის და პესკოვის გარდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან

ყველა ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება რუსეთის პრესსამსახურის, პუტინის და პესკოვის გარდა, რომ ეს კანონი შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან, - ამის შესახებ “მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან მიმართებით „ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და წინააღმდეგობა უნდა იყოს კონსტიტუციური, არაძალადობრივი და მშვიდობიანი“.

„ორი მთავარი საფრთხე, რაც დღეს საქართველოს აქვს: ეს კანონი არარსებულ პრობლემას ებრძვის, სინამდვილეში ამ კანონით საქართველოში მოხდება დემოკრატიის გაუქმება და მისი ევროპული კურსის დამთავრება. ყველა ევროპელმა ლიდერმა, ყველა ევროპელმა პარტნიორმა, ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ, აშშ-მ, თუ ვინმეს უნდოდა წაკითხვა, რას ფიქრობდნენ ევროპაში ამ კანონთან დაკავშირებით, ყველამ წაიკითხა და მოისმინა. ყველამ ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება რუსეთის პრესსამსახურის, პუტინის და პესკოვის გარდა, რომ ეს კანონი შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. ჩვენი ძალა არის გამჭვირვალობაში, დემოკრატიაში და სოლიდარობაში. ყველა თანხმდება შემდეგ რამეზე - ეს კანონი არის დაუშვებელი და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და წინააღმდეგობა უნდა იყოს კონსტიტუციური, არაძალადობრივი და მშვიდობიანი“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება