ელენე ხოშტარია - მე ვიცი, ჩვენი გასაკეთებელი რა არის, ჩვენი გასაკეთებელი არის ის, რომ სრული წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ კანონს

ჩვენ ველოდებით, რომ გავწევთ ყველანაირ წინააღმდეგობას, რათა ეს კანონი არ იყოს მოღებული, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა, სადაც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, რუსული იმპერია საქართველოსთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ამ კონტექსტში ხოშტარიამ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც.

„1989 წლის 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ამ ადგილზე საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ჩვენ გადმოგვცეს დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო. ეს არ არის საჩუქარი და ამას სჭირდება მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. შესაბამისად, რაც 1989 წელს დამარცხდა იმპერია, დღეს, ის ისევ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად რუსული კანონი, რომელიც არის არა უბრალოდ კანონი, არამედ არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, რომ მიიტაცოს ეს ქვეყანა და წაართვას ევროპის პერსპექტივა. ეს ჩვენ გვავალდებულებს, რომ ასევე ძალიან მტკიცედ, ერთიანად დავიცვათ ჩვენი თავისუფალი და ევროპული მომავალი, რუსეთს უფლება არ მივცეთ, რომ ახლა წაგვართვას ის, რაც მაშინ სისხლის ფასად მოვიპოვოთ.

ჩვენ ველოდებით, რომ გავწევთ ყველანაირ წინააღმდეგობას, რომ ეს კანონი არ იყოს მოღებული. ჩვენი პარტნიორები არიან ძალიან აქტიურები, მკაფიოდ მკაცრი განცხადებები კეთდება, მე მათ ნაცვლად ნამდვილად არ ვისაუბრებ. მე ვიცი, ჩვენი გასაკეთებელი რა არის, ჩვენი გასაკეთებელი არის ის, რომ სრული წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ კანონს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება