ნიკა გვარამია - ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს, მას მოუწევს, რომ წავიდეს!

ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს, მას მოუწევს, რომ წავიდეს! - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

გვარამიას თქმით, აბსოლუტურად გასაგებია, რა პოზიციაც დაფიქსირდა.

„მე, „ქართული ოცნების“ ადგილზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, რა გვითხრეს, რა უთხრეს მათ, პირველ რიგში. ვნახოთ, ვადევნოთ მოვლენების განვითარებას თვალ-ყური. მე არ ვისპეკულირებ, ვერ ვიმკითხავებ რა მოხდება და როგორ მოხდება. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, დასავლეთი არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველო არის დასავლეთის არჩევანი. არც ჩვენ წავალთ აქედან უკან და არც ისინი წავლენ აქედან უკან! ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს მას მოუწევს, რომ წავიდეს! სადაც უნდა, თვითონ აირჩიოს“, - განაცხადა გვარამიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება