თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აღნიშნულ ინფორმაციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ახალგაზრდები შეეწირნენ.

„დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, თავდადებისა და დამოუკიდებლობის სურვილის სიმბოლო. ტრაგიკულია ეს დღე, ამავე დროს არის ჩვენი თავმოყვარეობის და სიამაყის დღე. ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ახალგაზრდები შეეწირნენ. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. ბათუმში, გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება