უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსების მიერ 54 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის ფაქტია ცნობილი

უკრაინის გენერალური პროკურატურა ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ფაქტებზე 27 სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს, საუბარია 54 დამცველის მკვლელობაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, იური ბელუსოვმა განაცხადა.

7 აპრილს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოზე კომენტირებისას, ბელუსოვმა აღნიშნა, რომ წინაასწარი მონაცემებით, დანაშაული ხერსონის ოლქში, კრინოკის მახლობლად მოხდა, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ მოწმდება.

გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შემთხვევები 2022 წლის მარტიდან ფიქსირდება. სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი პირველი რუსი სამხედროს მიმართ, რომელმაც ჩერნიგოვში უკრაინელი ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიებას ართულებს ის ფაქტი, რომ პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც წესი, არ აქვთ წვდომა დანაშაულის ადგილზე ან ცხედრის დათვალიერების შესაძლებლობა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მუშაობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიასთან, სადაზვერვო სააგენტოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე აგროვებენ ინფორმაციას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება