თამარ კორძაია სუს-ის განცხადებაზე - როცა მჟღავნდება მძიმე შინაარსის ინფორმაცია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყენება საწამლავი, რომლითაც რუსეთი თავის მტრებს ებრძვის, ეს უფრო სერიოზულ პასუხებს მოითხოვს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, სუს-ის მიერ „ჰავანის სინდრომით“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ პასუხებს მოითხოვს.

კორძაიას შეფასებით, მსგავს განცხადებებს რომ ვერ ვისმენთ უსაფრთხოების სამსახურისგან, ამიტომ არის, რომ სანდოობის საკითხი სწორედ მათთან დაკავშირებით დგას.

„ჩამოყალიბდნენ, როდის ენდობიან ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. მაშინ, როდესაც აშშ ასანქცირებს მოსამართლეებს თუ მაშინ, როდესაც მათთვის არასასურველ ინფორმაციას ისინიც ეჭვქვეშ აყენებენ. რაც შეეხება სუს-ის პოზიციას, ვფიქრობ, რომ საკმარისი არ არის დაეყრდნო სხვა სახელმწიფოს განცხადებას, მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მედიაში მჟღავნდება ისეთი მძიმე შინაარსის ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყენება ისეთი ტიპის საწამლავი, რომლითაც რუსეთი ებრძვის თავის მტრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მგონი, უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ პასუხებს მოითხოვს. მათ შორის ისეთს, რომ სუს-ი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაადგინოს ამ ინფორმაციის სისწორე ან არასწორობა. ჩვენ მსგავს განცხადებას ვერ ვისმენთ უსაფრთხოების სამსახურისგან, ამიტომ არის, რომ სანდოობის საკითხი სწორედ მათთან დაკავშირებით დგას”, - აღნიშნა კორძაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, ე.წ ჰავანას სინდრომის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ ინფორმაციის წყარო უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს, „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება