დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება.

„ნამდვილად, ასეთი კონტაქტები იგეგმება. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონის გათვალისწინებით მათი მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის გაგება არსებობს, მაგრამ თარიღის დაზუსტება ჯერჯერობით ნაადრევად მიგვაჩნია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩინეთში ვიზიტი შესაძლოა, უმაღლეს დონეზე მომავალი კონტაქტებისთვის მზადებად ჩაითვალოს.

ცნობისთვის, გასულ თვეში, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მაისში შეხვდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება