რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე - თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა, უახლოეს პერიოდში მის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ექიმების რეკომენდაციის შემდეგ იქნება მიღებული.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალური ინფორმაციაა, თუმცა, გეტყვით, რომ თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ.

[გადაყვანაზე] კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციის შედეგად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული",- განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება