ევროკავშირმა უკრაინას 167 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა

ევროკავშირმა უკრაინას 167 გენერატორის სახით გადაუდებელი დახმარება გაუგზავნა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესრელიზშია ნათქვამი.

კომისიამ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ მიიღო.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ავსტრიამ, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით 157 სხვადასხვა სიმძლავრის ელექტრო გენერატორის მობილიზება შეძლეს, ხოლო ევროკავშირმა საკუთარი რეზერვიდან 3.57 მილიონი ევროს ღირებულების მაღალი სიმძლავრის 10 ელექტრო გენერატორი უზრუნველყო.

კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისრის, იანეზ ლენარჩიჩის თქმით, რუსეთის გეგმას უკრაინის სიბნელეში ჩაძირვის შესახებ წარმატება არ უწერია, რადგან ევროკავშირი 24 საათის განმავლობაში მუშაობს უკრაინაში ენერგომომარაგების შესანარჩუნებლად.

„ეს ხაზს უსვამს კრიზისზე ეფექტური რეაგირებისთვის მზადყოფნის მნიშვნელობას. მადლობას ვუხდი ავსტრიას, გერმანიას, შვედეთს და ნიდერლანდებს დაუყოვნებელი შეთავაზებებისთვის, მიეწოდებინათ უკრაინისთვის გენერატორებით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით“, - დასძინა ევროკომისარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება