ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორიალთან, ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ გადაიხადა, ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი 2“-ის მონაწილეობით კი 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„დღეს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ 9 აპრილს დაღუპული გმირები. ეს დღე ტრაგიკული და ამავდროულად საამაყოცაა, რადგან 1989 წლის მოვლენებმა, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის დაშლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას. 35 წლის წინ, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოთხოვნასა და მშვიდობიან პროტესტს 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაიჭრა და დაშავდა. ამ ადამიანების ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში არასდროს უნდა დავივიწყოთ და მათ შესახებ ჩვენს მომავალ თაობებსაც აუცილებლად ვუამბოთ. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი ღირებულებაა ქართველი ერისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.

აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო