მამუკა ყურაშვილი - უკრაინაში საბოლოო გამარჯვება აუცილებლად დადგება და ისეთი გმირები, როგორიც იყო თენგო ჭანია, ამ გამარჯვებას დააჩქარებს

უკრაინაში საბოლოო გამარჯვება აუცილებლად დადგება და ისეთი გმირები, როგორიც იყო თენგო ჭანია, ამ გამარჯვებას დააჩქარებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომელიც უკრაინაში დაღუპულ თენგიზ ჭანიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

პარტიის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანი მამუკა ყურაშვილი და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა უკრაინაში გმირულად დაღუპულ თენგიზ ჭანიას დაკრძალვაზე იმყოფებიან.

„ის რაც უკრაინაში ხდება, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი გამარჯვების სიმბოლო ფაშისტური ძალების წინააღმდეგ. ის შეეწირა სპეციალურ ტერორისტულ ოპერაციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და საბოლოო გამარჯვება აუცილებლად დადგება. ისეთი გმირები, როგორიც იყო თენგო, ამ გამარჯვებას დააჩქარებს“, - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა

ზაზა გოგავას განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გმირებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო დაფასება არ აქვთ.

„თენგიზ ჭანიას მსგავს გმირებს სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ სათანადო დაფასება, მხოლოდ სამხედრო წესით დასაფლავება არ არის საკმარისი. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი გმირები და ასეთი გმირების ოჯახები იმსახურებენ გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს