ჯოზეფ ბორელი - მაღალი ინტენსიურობის, კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარ არის - ფინანსურად უნდა მოვემზადოთ

ევროპაში უფრო ფართო ომი “ფანტაზია აღარ არის”, ფინანსურად უნდა მოვემზადოთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

“ომი ნამდვილად ჩვენ გარშემო დაიარება [...], და მაღალი ინტენსიურობის, კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარ არის…

ის [ომი] ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობის უარყოფა არ შეგვიძლია”, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომით და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმებით “რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპას.”

ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპის თავდაცვის სააგენტო შექმნეს, მაგრამ საკმარისად არ დააფინანსეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა იპოვონ თავდაცვაში ინვესტიციების დაჩქარებისა და გაზრდის გზები.

“ახალ მთავრობათაშორისი დაფინანსების საშუალება გვჭირდება [...] ისეთი, რომელიც ფინანსური კრიზისის დროს შექმნილის მსგავსი იქნება”, - განაცხადა ბორელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება