გიორგი ბოტკოველი - სიმბოლურია, როდესაც 9 აპრილს ვაპროტესტებთ იმავეს, რასაც თავი შესწირეს ადამიანებმა, რომელთაც დაიცვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა

სიმბოლურია, როდესაც 9 აპრილს ვაპროტესტებთ იმავეს, რასაც თავი შესწირეს ახალგაზრდებმა, ადამიანებმა, რომელთაც დაიცვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და იბრძოდნენ რუსული იმპერიის წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, „დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებით არის დაკავებული, შემოაქვს კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ემსახურება რუსულ ინტერესებს“.

„საქართველოში მიღებული კანონპროექტები უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად, მათ ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი, ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები, ხელისუფლება კი აპირებს მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ერთი ერთში ჰგავს პუტინის მიერ წარმოდგენილ და დამტკიცებულ კანონპროექტს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება