უკრაინის დაზვერვის სპიკერი - დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა

დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

“დღეს აგერ [რუსეთმა] გადაწყვიტა FPV-დრონების მეშვეობით ვითომ უკრაინის მხრიდან დაბომბვის იმიტაცია მოეხდინა. უკრაინის პოზიცია გასაგებია, მკაფიოა და ერთმნიშვნელოვანია - ატომურ ობიექტებზე არანაირ სამხედრო ქმედებებს ან პროვოკაციებს არ ვახორციელებთ. ხოლო აგრესორი ბირთვული სადგურიდან უნდა გავიდეს”, - განაცხადა იუსოვმა.

ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 9 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო ცენტრზე დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა. მათი ცნობით, ბირთვული უსაფრთხოების მხრივ პირდაპირი საფრთხე ამ მომენტისთვის არ არსებობს.

თავდასხმას ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა დატოვოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს