ანა ნაცვლიშვილი - რუსეთს სურს ქვეყანა ისტორიული გზიდან გადააგდოს, ხელისუფლება არ შეიცვლის ბუნებას, სად ეს მთავრობა და სად სიმართლე - „ქართული ოცნება“ ხალხის ვერდიქტს ვერ შეცვლის

სად დღევანდელი მთავრობა და სად სიმართლე - ახლა ვინმეს მაინც აქვს მოლოდინი, რომ რასაც თავად ამბობენ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სიმართლე იქნება?,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კანონპროექტი ერთი წლის წინ უკვე შეაფასა და „ქართული ოცნება“ ხალხის ამ ვერდიქტს ახლა ვერ შეცვლის.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია.

„რა თქმა უნდა, რუსული ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ეს კანონი რუსულია, თუმცა ხალხმა ის ერთი წლის წინ უკვე შეაფასა და „ქართული ოცნება“ ხალხის ამ ვერდიქტს ახლა ვერ შეცვლის.

მაშინ, როცა ქვეყანას შანსი აქვს რუსულ ჭაობს თავი დააღწიოს და შეუქცევადად დავბრუნდეთ იქ, სადაც მისი ისტორიული ადგილია, ხელისუფლება ცხრა ნაბიჯს არ დგამს. ეს რეფორმები, რთული შესასრულებელი არ არის, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ნება გაქვს. გარდა იმისა, რომ 9 რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ, უზარმაზარი ნაღმი შემოაქვთ ამ კანონით. რუსეთს სურს ეს ქვეყანა ისტორიული გზიდან გადააგდოს. ეს ხელისუფლება არ შეიცვლის ბუნებას. ის რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია საქართველოს წინააღმდეგ.

24 საათი იყო კანონის ხელახალი ინიცირებიდან გასული, როცა ევროკავშირის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივი წერილი ჩამოვიდა, რომელშიც კანონი პირდაპირ რუსულად მოიხსენიეს. სად ეს ხელისუფლება და სად სიმართლე. გასულ წელს თქვეს, რომ აღარ დააბრუნებდნენ და დააბრუნეს. ახლა ვინმეს მაინც აქვს მოლოდინი, რომ რასაც თავად ამბობენ ამ კანონზე სიმართლე იქნება?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება