ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტს მივიღებთ - გავაგრძელებთ მათ დევნას, ვინც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება მიღებული. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო, მე-14, პაკეტზე მუშაობა და ივარაუდა, რომ ის გაზაფხულზე იქნება მიღებული.

“ის, სავარაუდოდ, შემზღუდველი ზომების ფართო სიას მოიცავს გვერდის ავლასთან ბრძოლაზე ძლიერი აქცენტით - მაგალითად საზღვაო სექტორში, ვინაიდან, რუსეთი ნავთობის ექსპორტზე ფასების ზედა ჭერის დარღვევის გაგრძელებას ცდილობს”, - განაცხადა დომბროვსკისმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისია ევროპის ფარგლებს მდებარე დასავლური ქვეყნების შვილობილი კომპანიების მეშვეობით სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის წინააღმდეგობის საშუალებებს შეისწავლის.

“ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე და მათზე, ვინც მას ბრძოლის ველზე უჭერს მხარს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. პუტინის მეგობრების დევნას გავაგრძელებთ. და იმათ დევნას გავაგრძელებთ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება ან მის სამხედრო არსენალს ავსებს”, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება