გიორგი ჩაკვეტაძე -  ჩვენი მხარდამჭერები თითოეულ მოქალაქემდე ცდილობენ სიმართლის მიტანას, "ნაცები" კი, "ფეისბუქის" შემდეგ, ქუჩებში დაუპირისპირდნენ სიმართლეს - "შავი ფულით", "შავი ფულის" დაცვას ცდილობენ

ჩვენი მხარდამჭერები თითოეულ მოქალაქემდე ცდილობენ სიმართლის მიტანას, "ნაცები" კი, "ფეისბუქის" შემდეგ, ქუჩებში დაუპირისპირდნენ სიმართლეს - "შავი ფულით", "შავი ფულის" დაცვას ცდილობენ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკევტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, "ფეისბუქზე" ბანერების დაბლოკვის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” პლაკატების ჩამოხევაზე გადავიდა და ამით უპირისპირდება სიმართლეს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდი საზოგადოებამდე სიმართლეს მიიტანს და არ დაუშვებს ოპოზიციის მიერ ხალხის შეცდომაში მეორედ შეყვანას.

“სამი დღეა აქტიური საინფორმაციო კამპანია მიდის. ჩვენი მხარდამჭერები თითოეულ მოქალაქემდე ცდილობენ სიმართლის მიტანას!

ნაცები კი, ფეისბუქის შემდეგ, ახლა ქუჩებში დაუპირისპირდნენ სიმართლეს. შავი ფულით, შავი ფულის დაცვას ცდილობენ.

მთელი დღეა ვიდეოს ვიდეოზე მიგზავნიან ჩვენი მეგობრები და მხარდამჭერები, როგორ ხევს 2-3 ნაცი საინფორმაციო პლაკატებს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით გაჩერდებიან საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერები, ძალიან ცდებიან ნაცების ენჯეოები და მათი პატრონები.

არ იცნობს ეს ხალხი ქართველ ახალგაზრდებს და ასევე ცუდად იცნობენ ქართულ საზოგადოებას. თან ვის უშვებენ ამის გასაკეთებლად, ეს კიდევ ცალკე თემაა…

ერთი წამით არ ვაპირებთ გატარებას როგორ სცადეს შარშან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და როგორ აგრძელებენ წელსაც იმავეს. ყოველ ჯერზე ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

გამჭვირვალობა მთავარი ევროპული ღირებულებაა, ცენზურის ადგილი კი, არც საქართველოში და არც ევროპაში არ არის!” - წერს გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის განცხადებასაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.

ასევე, ჩაკვეტაძე შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო