ვოლოდიმირ ზელენსკი Taurus-ის რაკეტებზე - ოლაფ შოლცს პუტინის ბირთვული მუქარის ეშინია, მაგრამ ეს მსოფლიოს ბირთვული საფრთხისგან ვერ დაიცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე უარს ბირთვული საფრთხეების გამო ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიოს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხისგან არ დაიცავს.

ზელენსკის თქმით, უკრაინას იარაღი სჭირდება გადარჩენისთვის და მას არ ესმის, რატომ არ იღებს ამ იარაღს ქვეყანა. უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობდა გერმანულ Taurus-ის რაკეტებს, ამერიკულ ATACMS-ის მცირე მანძილზე მოქმედ რაკეტებს და F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს.

”ვფიქრობ, კითხვა არც ისე მარტივია. რამდენადაც მე მესმის, კანცლერი ამბობს, რომ გერმანია არ არის ბირთვული ძალა და რომ ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღის სისტემა გერმანიაში და შოლცი ვერ ტოვებს თავის ქვეყანას ამ იარაღის სისტემის გარეშე.”

კითხვაზე, აქვს თუ არა კავშირი Taurus-ის არ მიწოდებას პუტინის ბირთვულ მუქარასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ აქვს და დასძინა : ”მაგრამ არ მგონია, რომ ეს დაიცავს მსოფლიოს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის საფრთხისგან.”

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ხარკოვზე მასშტაბურ შეტევას, როგორც ამას ოკუპანტები ომის დასაწყისში ცდილობდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება