11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას.

პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარატმენტი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება