მუსლიმი მრევლი თორნიკე რიჟვაძეს - როდის აშენდება ბათუმში ახალი მეჩეთი, რა დავაშავეთ მუსლიმებმა, რომ ნებართვის ერთი ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით? რა ცოდვა გვაქვს ქვეყნის წინაშე და რა საფრთხეს ხედავთ?!

ბათუმის ორთაჯამეში რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის პარალელურად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მუსლიმმა მრევლმა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართა.

მუსლიმი მრევლი აღნიშნავდა, რომ ბათუმის ორთაჯამე არ არის საკმარისი და მუსლიმებს ახალი მეჩეთი სჭირდებათ.

„როდის აშენდება ბათუმში ახალი მეჩეთი, როდის გასცემს ნებართვას ბათუმის მერია? ხალხი ამ წვიმაში გარეთ ლოცულობდა, რა დავაშავეთ მუსლიმებმა, რომ ერთი ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით? რა ცოდვა გვაქვს ქვეყნის წინაშე და რა საფრთხეს ხედავთ, რომ ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით? ჩვენ არ გვჭირდება მეჩეთის რემონტი ხულოში, ჩვენ არ გვჭირდება უფასო ავტობუსები, ფეხით მოვიდოდით. გვჭირდება ღირსეული სალოცავი სივრცე!” - ამ შეკითხვებით მიმართა მუსლიმმა მრევლმა თორნიკე რიჟვაძეს.

თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამი მიულოცა და აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება