ოთარ შამუგია ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოსა და ლიეტუვას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„გასული წლის ბოლოს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რასაც წინ მთელი რიგი რეფორმები უძღოდა. დღეს ჩვენ უფრო მეტი ინტენსივობით ვაგრძელებთ ამ პროცესს, რათა ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამ გზაზე ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორას პრანკიეტისის განცხადებით, საქართველოს და ლიეტუვას ერთნაირი ისტორიული წარსული აქვთ, ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის ლიეტუვის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა.

„ევროკავშირის წევრობა არ არის მიზანი, რომელსაც მიაღწევ და ამით ყველაფერი მთავრდება, ეს უწყვეტი პროცესია. მჯერა, რომ ძალიან მალე ერთად ვიქნებით ევროკავშირის დიდ ოჯახში. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგისმინოთ თქვენ და გაგიწიოთ მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ვიქტორას პრანკიეტისმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის, აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით, ლიეტუვა ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება