თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადღესასწაულო ლოცვას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

„მუსლიმ მრევლს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ვულოცავ. მათ ოჯახებს სიკეთეს ვუსურვებ, ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, მეტ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მეჩეთების რეაბილიტაცია მოხდეს და ყველა მორწმუნეს ჰქონდეს შეუფერხებლად ლოცვის საშუალება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სადღესასწაულო ლოცვას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება