კავკასიის უნივერსიტეტში NATO 75 საზეიმო სხდომა გაიმართა და ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი გაიხსნა

კავკასიის უნივერსიტეტში NATO 75 საზეიმო სხდომა გაიმართა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) 75 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.

ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ასევე სიტყვით მიმართეს დამსწრე აუდიტორიას პოლიტიკოსმა და ფილოლოგმა - ირაკლი წერეთელმა; ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე ვინიკოვმა; ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში - პეტრ კუბერნატმა და მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა.

ღონისძიებაზე განხილული იყო ნატოს ისტორიული და მსოფლიო პოლიტიკური მნიშვნელობა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოზიტიური და სასიკეთო გავლენა.

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიხსნა ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი. ირაკლი წერეთელი 1987-1991 წლების საქართველოს დიდი ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების, საქართველოში ევროატლანტიკური სტრატეგიის ინიციატორია.

დასასრულს კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა დამსწრე აუდიტორიისთვის ქართულ-ხალხური სიმღერები შეასრულა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება