ეკა სეფაშვილი - თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის

თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის - მათ სრული ინფორმაცია არ აქვთ და ეყრდნობიან რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც პირველი შემთხვევა არ არის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა შესაძლო სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციების დაწესებისთვის რეალური არგუმენტები უნდა ჰქონდეს, თუმცა ის ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

როგორც სეფაშვილი აცხადებს, აღნიშნული კანონპროექტის რუსულ კანონთან შედარება პოპულიზმია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს.

„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. რეალური არგუმენტები მათ ხელთ არ გააჩნიათ, ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ასე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის თქმა შეუძლიათ. ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი, მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის. მთავარი არის, რომ ჩვენ დავიცვათ დემოკრატიის პრინციპები და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. გამჭვირვალობა ევროპულია, დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია," - განაცხადა სეფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება