ირანის უზენაესი ლიდერი - საკონსულოზე თავდასხმისთვის ისრაელი უნდა დაისაჯოს

საკონსულოზე თავდასხმისთვის ისრაელი უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„როდესაც ისინი საკონსულოს თავს დაესხნენ, თითქოს თავს ჩვენს მიწას დაესხნენ. ბოროტმა რეჟიმმა შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს და იგი დაისჯება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ასევე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელის მხარდაჭერისთვის დასავლეთის სახელმწიფოები გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის ორი გენერალი, დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება