მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და მტერსაც

„ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შედეგობრივად არჩევნებში აისახოს, ახლა მთავარია არჩევნებში ცვლილების მიღწევა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი ვერ დაგვიცავს რუსეთისგან და სამაგიეროდ, მეგობრებს დაგვაშორებს.

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, ეს კანონი ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და მტერსაც.

„მთავარი თემა პლაკატი კი არ არის, მთავარი თემა არის ის, რომ „ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა. შარშან თქვა, რომ „მე ამ კანონს უკან ვაბრუნებ და აღარ დავუბრუნდები“, წელს ადგა და ეს ყველაფერი შემოატრიალა. გვითხრა, რომ „მე ვარ გადამგდები“. არ აქვს მნიშვნელობა ამ პროპაგანდას რას და როგორ ეწევიან და ვის რა პლაკატს გაუკრავენ, ქართველმა ხალმა ამ კანონს სახელი უკვე დაარქვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შედეგობრივად აისახოს არჩევნებში. ჩვენთვის აღარ უნდა უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოკლევადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევა. ახლა მთავარია არჩევნებში ცვლილების მიღწევა.

ასეთი ტიპის კანონები ყველგან ემსახურება, რომ თავისი ეროვნული ინტერესები დაიცვა მტრული სახელმწიფოს გავლენებისგან, ასევე, ჰიბრიდული ომის, რბილი ძალი ინსტრუმენტებისაგან. ჩვენს რეალობაში, ეს კანონი რუსეთისგან არ დაგიცავს და სამაგიეროდ, შენს მეგობრებს დაგაშორებს. მეორე პრობლემა ის აქვს, რომ ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და მტერსაც. ამიტომაც არის რუსული,“ - განაცხადა დაუშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება