ირაკლი ქარქაშაძე - პრემიერის დავალების ნაწილი უკვე შესრულებულია - ქუთაისის აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის Wizz Air ავიაბილეთებს ფიქსირებულ ფასად ჰყიდის

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 - ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო აქტიური მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე უკვე არსებულ რეგულარულ მიმართულებებზე. ასევე, დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია WIZZ AIR გერმანიის მიმართულებით 6 სიხშირეს ამატებს, მოთხოვნიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რეისების რაოდენობა გაიზარდოს. 1 გზა ფიქსირებულ ფასად - 199 ევროდ ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის და მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით სიხშირეები დაამატა და ბილეთები ფიქსირებულ ფასად უკვე იყიდება. დორტმუნდის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 18,19,26 და 27 ივნისს, ხოლო ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 22 და 23 ივნისს. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, შევეცდებით სრულად დავაკმაყოფილოთ. პრემიერის დავალების ერთი ნაწილი უკვე შესრულებულია, დამატებით ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომ ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაიზარდოს და რეისები ხელმისაწვდომ ფასად შესრულდეს“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

„ამ ეტაპზე, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოს 2 საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება: თბილისიდან ბერლინი, მიუნხენი, დიუსელდორფი და შტუტგარტი. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ფრანკფურტი და ჰამბურგი. ჯამურად საქართველოდან გერმანიის მიმართულებით, ამ ეტაპზე, კვირაში 23 სიხშირით სრულდება ფრენები, ზაფხულის სეზონზე კი მათი რაოდენობა 30 - მდე გაიზრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის