იაგო ხვიჩია - ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს“ - თუ რაიმე რუსულია, სწორედ ეს არის რუსული გადაწყვეტილება

ჩვენ, ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს”. მათი ლიდერები დაპატიჟებულიც კი გვყავდა ჩვენს არხებზე, რომ ერთად გაგვერჩია ხელისუფლების ეს უმსგავსობა, რომელიც დღეს შეიძლება „ალტ-ინფოს” მიმართ არის ჩადენილი, მაგრამ თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ხვალ ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ შეიძლება ჩაიდინონ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსერვატიული მოძრაობისთვის” რეგისტრაციის გაუქმებას.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული „ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მისივე აღნიშვნით,თუ რაიმე რუსულია, სწორედ ეს არის რუსული გადაწყვეტილება.

„ჩემი აზროთ, ეს „ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუ რაიმე რუსულია, სწორედ ეს არის რუსული გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ოპონენტების ჩახსნა რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში იმიტომ, რომ შენ ის არ მოგწონს და ხმებს გართმევს წინასაარჩევნოდ, ჩემი აზრით, მიუღებელია. ჩვენ, ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს”. მათი ლიდერები დაპატიჟებულიც კი გვყავდა ჩვენს არხებზე, რომ ერთად გაგვერჩია ხელისუფლების ეს უმსგავსობა, რომელიც დღეს შეიძლება“ალტ-ინფოს” მიმართ არის ჩადენილი, მაგრამ თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ხვალ ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ შეიძლება ჩაიდინონ”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ (იგივე “ალტ-ინფო“) რეგისტრაცია გაუუქმა. საჯარო რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო, რომელმაც პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება