კახა კალაძე - გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“ - გახარიას პარტიის წარმომადგენელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.

„რატომ გაგიკვირდათ? რა არის პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“. გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ჩემზე უკეთ იცით ეს და რა არის ამაში გასაკვირი“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, რას ნიშნავს, როდესაც ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ევროპა უნდა, კალაძე განმარტავს, რომ ევროპა ყველას უნდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც მივყვებით და ვიცავთ. როდესაც ვსაუბრობთ, ევროპა და ევროპული მომავალი მინდა, ეს არ ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს. რატომ ვიბრძოლეთ ? - იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვიღაცას, თუ ერთი ბატონით მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია გონია, ასე არ არის“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მარში გაიმართა. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გიორგი ქოჩორაშვილი. მან "ინ­სტაგ­რა­მის" "სთო­რი­ში" აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამასთან, „ფეისბუქ“ პოსტი დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის