კახა კალაძე - ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც არ სურთ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ სურთ.

როგორც კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რას ემსახურებოდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტრენინგი.

„რადიკალიზმი არის ქვეყანაში. სხვათა შორის, დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი. რომ გვეუბნებოდნენ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ტრენინგებს ვუტარებთო, რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რასთან დაკავშირებით ატარებდნენ ტრენინგს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის გასაჯაროება არ უნდათ. პირველ რიგში, ეს პრობლემას უქმნის მათ „მამებს“, იმ დონორ ორგანიზაციებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში რადიკალიზმს მომავალი არ აქვს და მას ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმს ქვეყანაში არ აქვს მომავალი. იქნება რადიკალიზმი? კანონდარღვევა? - ამას ხელისუფლების, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება რეაგირება და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება