კახა კალაძე - ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა? - თუ ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუ „ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის“.

„პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც მივყვებით და ვიცავთ. როდესაც ვსაუბრობთ, ევროპა და ევროპული მომავალი მინდა, ეს არ ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს. რატომ ვიბრძოლეთ? - იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვიღაცას, თუ ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია გონია, ასე არ არის“, - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი