წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნება

წინანდალში, საგაზაფხულო სეზონი, გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნება, რომელსაც კომპანია სილქნეტი წარადგენს. ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცე შემოქმედის 11 ნამუშევარს დაეთმობა. რეტროსპექტივა გივი ფარასტაშვილის კოლექციის ნაწილია და მოიცავს ექსპონატებს: 1910-იანი წლების კუბო-ფუტურისტული კომპოზიციებიდან, 1960-იან წლებში შესრულებულ პეიზაჟებამდე.

თბილისური ავანგარდის ცენტრში მყოფმა მხატვარმა, კირილ ზდანევიჩმა (1892-1969) მეტწილად განსაზღვრა ქართული მოდერნიზმის ტენდენციები. მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაში აისახა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხატვრულ-ისტორიული პერიპეტია: ფიროსმანაშვილი, „ფუტურისტთა სინდიკატი“, ჯგუფი „41°“, არტისტული კაფეები და მათი მოხატულობა, ქართული თეატრი და არტისტული წიგნი, საბჭოთა რეჟიმი და მისი ტოტალური გავლენა ხელოვნებასა და ადამიანზე. მხატვარს საბჭოთა რეპრესიები შეეხო. გადასახლებიდან 8 წლის შემდეგ დაუბრუნდა თბილისს და აქტიურად გააგრძელა მოღვაწეობა.

გამოფენა 13 აპრილს, 15:00 საათზე გაიხსნება და ორი თვე გასტანს. 18:00 საათზე კი, გაიმართება შეხვედრა აკა მორჩილაძესთან. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი, მკითხველს სასტუმრო “რადისონ ქოლექშენში” შეხვდება. საუბრის თემაა: “სურათები ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებიდან”. ღონისძიებების მასპინძელია „სილქ ჰოსპიტალითი“.

წინანდლის მამულში გამოფენების სერია სილქნეტის თანადგომით გრძელდება. კომპანია არაერთი კულტურული ღონისძიების მხარდამჭერია. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელსაც ისტორიულ მამულში სილქნეტი წელს უკვე მეექვსედ წარადგენს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება