გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას - დაუჯერეთ, დაუჯერეთ მარგველაშვილს, ის ხომ თქვენი მხარდამჭერია - როდესაც ის საუბრობს რადიკალიზაციაზე, რა თქმა უნდა, ეს „შავი ფული“ სწორედ რადიკალიზაციაში იხარჯება

მივმართავ ოპოზიციას - დაუჯერეთ, დაუჯერეთ [გიორგი] მარგველაშვილს, ის ხომ თქვენი მხარდამჭერია, - ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, აქციები თუ არ დაფინანსდა, ყველაფერში ფულია საჭირო და ეს ფულია ზუსტად ის „შავი ფული”, რომელზეც ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ სად იხარჯება ფული.

„რაც შეეხება [გიორგი] მარგველაშვილს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულების, რომელიც ამხელს ხოლმე შიგადაშიგ „ნაცმოძრაობას”. მერე ამბობენ საიდან გაქვთ ინფორმაციაო. როდესაც ის საუბრობს რადიკალიზაციაზე, რა თქმა უნდა ეს „შავი ფული” სწორედ რადიკალიზაციაში იხარჯება. მივმართავ ოპოზიციაც - დაუჯერეთ, დაუჯერეთ მარგველაშვილს, ის ხომ თქვენი მხარდამჭერია. ამბობს, რომ რადიკალიზმს უნდა მივმართოთო. კარგად ვიცით, აქციები თუ არ დაფინანსდა, ყველაფერში ფულია საჭირო და ეს ფულია ზუსტად ის „შავი ფული”, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ სად იხარჯება ის ფული. რადიკალიზმი, „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენა ფინანსდება და ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს სად რა ფინანსდება”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია. მისივე თქმით, რამდენადაც არ უნდა სცადონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ სიტუაციის დამშვიდდეს, ეს შეცდომა დაშვებული აღარ უნდა იყოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის