გიორგი ვაშაძე - დღეს ქუთაისიდან კიდევ ერთხელ ყველანი ვამბობთ - „არა რუსულ კანონს, კი ევროკავშირს!“ ეს არის ჩვენი არჩევანი - ქართველ ერს მოუწევს უარი თქვას „რუსულ კანონზე“

ქართველ ერს მოუწევს უარი თქვას „რუსულ კანონზე“, თითქოს, შარშან, ყველაფერი დასრულდა, როცა უკუაგდო ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება სურს და ამ მიზეზით დააინიცირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავდექით ყველა, კიდევ ერთხელ, ქართველ ერს მოუწევს უარი თქვას „რუსულ კანონზე“, თითქოს, შარშან, ყველაფერი დასრულდა, როცა უკუაგდო ქართველმა ხალხმა „რუსული კანონი“. ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალას, რომელსაც ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება სურს, კვლავ უკან შემოიტანა ეს რეპრესიული კანონი. კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, კანონი რომელზეც არ დარჩენილა არცერთი მეგობარი სახელმწიფო, თუ მეგობარი პოლიტიკოსი ევროპასა და ამერიკაში, რომლებიც გვეუბნებიან - „თუ ეს კანონი იარსებებს ამ ქვეყანაში, მაშინ საქართველო ვერ გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას“. ამიტომ, ვამბობთ „არა რუსულ კანონს, კი ევროკავშირს“ ეს არის ჩვენი არჩევანი. გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა რუსთაველზე, სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე და მათ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, დღეს ქუთაისში მინდა ვთქვა, არამარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ, რათა საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტია ქვეყანაში ახალგაზრდებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს უპირისპირდება.

„ხელისუფლება გუშინდელი აქციის მერე უპირისპირდება ახალგაზრდებს, დაუპირისპირდა ხელოვნების სექტორის წარმომადგენლებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ მტრად გამოაცხადეს ფეხბურთელი ბიჭები, რომლებმაც გაგვახარეს მთელი საქართველო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და ჩვენ მათთან ერთად შევალთ ევროკავშირში. ისინი გვასახელებენ, აუცილებლად, სულ რაღაც ერთ თვეში, ევროპის ჩემპიონატზე და ამ სიტყვით უნდა ვთქვათ, „ჩვენ ვართ ყველანი ერთიანი, ძლიერი“, იმიტომ რომ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, მე დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო