მამუკა მდინარაძე - გიორგი ქოჩორაშვილი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და გაიტანს კიდევ, პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“ მაინც გვეყვარება და მაინც მაგარი კაცი იქნება

მე ჯერ გეტყვით შვილზე, ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო ამასთან დაკავშირებით - ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდე ამის შემდეგ, რომ პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“ მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამის“ გვერდზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელის მამა ნამდვილად გიორგი გახარიას პარტიის წევრია, ის დაეთანხმება პარტიის გენერალური მდივნის შეფასებას, რომელმაც აღნიშნა, რომ როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“.

„ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და ისეთი ისტორია შექმნა, მომავალში პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“, არასწორი მესიჯი გაახმოვანოს, ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, მე პირადად მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. ხომ არ გაუხმოვანებია, როგორც გავიგე, დისშვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიღეთ და აჟიტირდით მთელი „ნაცმოძრაობა“, მაგრამ მართლა მინიშნება რომ ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე პერსონალურადაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელისაც. ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაც არ იქნება, საერთოდ არ მაინტერესებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ სიბინძურეში, რასაც „შავი ფულისთვის“ ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ!

რაც შეეხება კახას [კალაძე] ნათქვამს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ მაშინ „ნაცმოძრაობაა“, კი“,- განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება