მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ სტრასბურგში რუსეთს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მოუგო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ რუსული ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ სტრასბურგში რუსეთს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მოუგო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გუშინ სტრასბურგში მოვიგეთ მძიმე მემკვიდრეობის შედეგად, რუსული ოკუპაციისა და „ნაცმოძრაობის“ ხელშეწყობით მიღებული „ბორდერიზაციის“ შესახებ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ამასობაში ჩვენ ოკუპანტის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას ვიგებთ და ერთადერთი უსუსური არგუმენტი, რაც რუსეთს ამასთან დაკავშირებით აქვს, არის „ნაცმოძრაობის“ გამო, ცხინვალის რეგიონს რომ სამხრეთ ოსეთი დაარქვეს. ეს უსუსური არგუმენტიც გავუბათილეთ, იმიტომ, რომ ეს ერთი მოქმედება მათი მავნებლობა და ღალატი არ ნიშნავს იმას, რომ იქ შეიძლება მართლა სამხრეთ ოსეთზე იყოს საუბარი, ის არის ცხინვალის რეგიონი, ის არის საქართველოს ტერიტორია. ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო საქართველოა და აფხაზეთი საქართველოა. ამას რუსეთთან ყოველთვის მოვიგებთ და „ნაცმოძრაობამ“, რაც არ უნდა დეკლარირებულად ევროპული და დასავლური კურსი გვაჩვენოს, მათი ღალატი 2008 წელს არავის დაავიწყდება“,- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება