თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, რატომ არის მთავრობის განკარგულებები წლების განმავლობაში დაფარული ხალხისთვის

მაშინ, როდესაც ყალბი გამჭვირვალობის გამო „ქართული ოცნება“ საქართველოს აშორებს ევროპულ მომავალს და მაშინ, როდესაც დღემდე გაუმჭვირვალეა ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი სამთავრობო განკარგულებები, “ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, რატომ არის მთავრობის განკარგულებები წლების განმავლობაში დაფარული ხალხისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელმაც სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

მისი თქმით, თუ მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც უარს იტყვის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, კიდევ ერთხელ ცხადი გახდება, რომ მათთვის გამჭვირვალობა არის შირმა იმისთვის, რომ საქართველო დააშორონ დასავლეთს.

“მაშინ, როდესაც ყალბი გამჭვირვალობის გამო, ქართული ოცნება“ უარს ეუბნება მოსახლეობის 85%-ს, რომ ევროკავშირში საქართველო არ შევა და მაშინ, როდესაც დღემდე გაუმჭვირვალეა ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი სამთავრობო განკარგულებები, მიუხედავად მოთხოვნისა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, რატომ არის მთავრობის განკარგულებები წლების განმავლობაში დაფარული ხალხისთვის, როდესაც საუბარია სახელმწიფო ქონებაზე, როდესაც საუბარია ბიუჯეტის ქონებაზე. რატომ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის, მოსამართლეების კეთილსინდისიერების საგამოძიებო კომისიას პარლამენტში, რატომ იყო, როდესაც „ქოლცენტრების“ საქმეზე მათ უარი თქვეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და ახლაც თუ კიდევ იქნება უარი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, კიდევ ერთხელ იქნება იმის ლუსტრაცია, რომ მათთვის გამჭვირვალობა არის მხოლოდ და მხოლოდ შირმა იმისთვის, რომ საქართველო დააშორონ დასავლეთს და გამჭვირვალობა არ ეხება მათ და კორუფციით გამდიდრებულ იმ პირებს, რომლებმაც ქვეყნის ევროპულ მომავალს უთხრეს არა”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება