მამუკა მდინარაძე - უტოპიაა, აშშ-სგან სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბევრად უფრო მკაცრი კანონი თავად ამერიკელებს აქვთ

უტოპიაა, აშშ-სგან სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბევრად უფრო მკაცრი კანონი თავად ამერიკელებს აქვთ - როგორც ჩანს, აღმოჩნდება ძალიან დიდი "შავი ფული", რომლის გამოჩენაც არ უნდათ და ამაში დიდი და მძლავრი საერთაშორისო ლობისტური ქსელია ჩართული, - ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

მდინარაძის აზრით, “უდიდესი უთავმოყვარეობაა, როცა ეროვნებით ქართველი და ქართული საზოგადოების წარმომადგენელი სანქციებზე საუბრობს იმის გამო, რაც თავად აშშ-ში უფრო მკაცრად მოქმედებს“.

“საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დასანქცირებისთვის იბრძვის იმის გამო, რაც აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრად მოქმედებს, ეს არის უთავმოყვარეო მოთხოვნა და უთავმოყვარეო სურვილი.

კანონპროექტს წელს სიტყვა “რუსული“ მოშორდა, ისე ძალიან გვაკრიტიკებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლობისტებს აქვთ რაღაც ძალიან დიდი დასამალი: - მაგალითად ის, თუ რატომ აფინანსებენ “ფრანკლინის კლუბს“, რამდენით და როგორ? რატომ აფინანსებენ “დროას“, რომელიც ასევე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და აფინანსებენ რევოლუციური გეგმებისათვის; რატომ აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციებს “ლგბტ პროპაგანდისთვის“ და არა მათი უფლებებისთვის? - როგორც ჩანს, ეს არის დასამალი!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს