„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი - გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ ერთ-ერთ ონკოპაციენტს უყვირა, თუმცა მისი გაღიზიანება ყველას გვეხებოდა - მასთან შეხვედრა აღარ გვინდა

„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის ინფორმაციით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტებს აგრესიული ფორმით მიმართა.

როგორც გვანცა აფხაიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, მინისტრის გაღიზიანება მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გამოიწვია.

„პროტესტისას, ირაკლი კობახიძე საგანგებოდ მოვიდა ჩვენთან, გვთხოვა წადით სახლში და ყველაფერს მინისტრი მოაგვარებსო. როდესაც მინისტრი შეგვხვდა, ძალიან ლმობიერი იყო, გვითხრა, წადით სახლში, მე ვიზრუნებ თქვენზე, პრემიერისგან მაქვს დავალება, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს ყველაფერი გავუკეთოო. შემდეგ, როდესაც ჩაინიშნა მინისტრთან შეხვედრა, 12 ონკოპაციენტი მივედით, აქედან უმეტესობა მეოთხე სტადიის ონკოპაციენტი იყო, რომელსაც მკურნალობა შეწყვეტილი აქვს. ერთ-ერთმა პაციენტმა დასვა კითხვა, როდის იქნება დაფინანსება კვლევებზე, კონკრეტულ თარიღებს კითხულობდა, რამაც გააღიზიანა სარჯველაძე. თქვენ მედიასთან მლანძღავთო, არაფერს აკეთებს სარჯველაძეო და ყვირილი დაუწყო კონკრეტულ პაციენტს, თუმცა ყველას გვეხებოდა. გამოდის, რომ მხოლოდ პროტესტის ფონზეა ლმობიერი და პაციენტებთან მოქცევა არ იცის, უყვირის ონკოლოგიურ პაციენტებს. შესაძლოა, ვიყოთ გაღიზიანებულები არსებული ჯანდაცვის პირობებში, როდესაც სასიკვდილოდ ვართ განწირულები, მაგრამ მას არ აქვს უფლება პაციენტებს აგრესიულად მიმართოს. მსგავსი ტიპის შეხვედრა მასთან აღარ გვინდა, ალბათ, ისევ პროტესტს დავიწყებთ მთავრობის ადმინისტრაციასთან. მიხეილ სარჯველაძე მარტო პრემიერთან და პროტესტის დროს არის ლმობიერი“, - აღნიშნა გვანცა აფხაიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო