მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ არ ჩავბარდებით! - ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა

დამატებით, ისევ გამოაგორეს „რუსული კანონი”. ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სააკაშვილის განმარტებით, მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ, ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა.

„ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი.

ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან „საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი „დამოუკიდებლობა". დამატებით, ისევ გამოაგორეს „რუსული კანონი“. ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის. თუ საზოგადოება აპათიური და დაყოფილია, მოძალადე ყოველთვის თავხედდება. ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ შემოვიდა თბილისში 2008-ში რუსეთის არმია, ხალხის უზარმაზარი მასის შეკრება და ქართველი ხალხის თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება იყო.

ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა, თუმცა, ორივე მიზანი მჭიდროდ არის გადახლართული.

ასევე მადლობა ყველას, ვინც გუშინ მარშზე ჩემი თავისუფლების მოთხოვნის პლაკატებითა და დროშებით მივიდა“, - აცხადებს სააკაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო