გივი მიქანაძე ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე - თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა - ადამიანი თვითონ იძახის ფულის წარმომავლობის წყაროს და ამბობს, რომ მის ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა

ასეთი ინიციატივების წარდგენა მართლაც თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა - ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მმართველი გუნდისგან ასეთ ინიციატივას ვერასდროს ექნება მხარდაჭერა , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

მიქანაძის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი თვითონ ამბობს ამ ფულის წარმომავლობის წყაროს და ამბობს, რომ მის ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა.

“ასეთი ინიციატივების წარდგენა მართლაც თითიდან გამოწოვილი და სამარცხვინოა. ადამიანი თვითონ იძახის ამ ფულის წარმომავლობის წყაროს და ამბობს, რომ მის ოჯახს ჰქონდა ამისი შესაძლებლობა და მხარი დაუჭირა ამ ყველაფერს. ამის ფონზე, ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარეზე, ადამიანზე, რომელიც საკმაოდ წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო, [ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში] გამოვედით პანდემიიდან, ორნიშნა ციფრით გვქონდა ეკონომიკური წინსვლა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, შევინარჩუნეთ მშვიდობა ქვეყანაში და უამრავი სხვა პოზიტივი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს, მიზანი აქვთ, რომ როგორღაც დააზიანონ, იმიტომ, რომ არ აწყობთ იმ სიკეთეების დანახვა ადამიანთან მიმართებაში, რაც მის საქმიანობას უკავშირდება. ამიტომ ახლა ამოღებული ჰყავთ მიზნად და თითქოს რაღაც აღმოაჩინეს.

ოჯახს არ შეიძლება ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრს მხარი დაუჭიროს? მაგრამ ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მმართველი გუნდისგან ასეთ ინიციატივას ვერასდროს ექნება მხარდაჭერა”, - აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი