ხატია დეკანოიძე - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით საქართველოს ევროკავშირში გზა საბოლოოდ ჩაეკეტება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში გზა საბოლოოდ ჩაეკეტება და ქვეყანას მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში არავითარი გაგრძელება აღარ ექნება,- ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ცალსახად განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ იყო რუსული კანონმდებლობა, რომელიც შემოტანილია საქართველოს პარლამენტში და ამას მოჰყვა ძალიან სერიოზული პროტესტი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ცალსახად, მივიღეთ ერთადერთი პასუხი წარმომადგენლობისგან, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც ახლა არის საქართველოს პარლამენტში, არის შეუთავსებელი იმ ღირებულებებთან და იმ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან, რომელიც არის ევროკავშირის და რა თქმა უნდა, შეუთავსებელია იმ სულისკვეთებასთან, რაც აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს იყო ცალსახა, გადაჭრით ნათქვამი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება არის, რომ ამ კანონმდებლობას არავითარი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან", - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს