ლაშა ცანავა - ჩემთვის  ბრალის წაყენება არის წმინდა პოლიტიკური საკითხი  - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ

ჩემთვის ბრალის წაყენება არის წმინდა პოლიტიკური საკითხი - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწემ, ლაშა ცანავამ განაცხადა.

ლაშა ცანავას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები მოაგვარონ, მას პროკურატურაში იბარებენ.

“დამირეკეს ორი კვირის წინ და დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, მაგრამ მე განვაცხადე უარი, რადგან არ ვენდობი პროკურატურას. ვითხოვე დავეკითხე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად და შემდეგ უკვე ბრალი წამიყენეს. დღეს კი გამომძიებელმა და პროკურორმა დამიბარეს დაკითხვაზე ბრალის გასაცნობად. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს მიხედონ და მოაგვარონ, ისინი, მე დაკითხვაზე მიბარებენ და მინდა, ვთქვა ერთი რაღაც - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ. წმინდა პოლიტიკური საკითხია, რასაც ესენი აკეთებენ ახლა. ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ჩემს ქვეყანას ვემსახურე პირნათლად და ასე გაგრძელებას ვაპირებ ბოლომდე. ბრძოლა გამარჯვებამდე!“, - განაცხადა ლაშა ცანავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება