ლევან ხაბეიშვილი - უნდათ შიში დათესონ, მისამართი შეეშალათ - ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ

შიში უნდათ დათესონ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მისამართი შეეშალათ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწის, ლაშა ცანავას მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის მოსაზრებით, ხელისუფლებას არ სურს პრობლემებზე საუბარი და ამიტომ ცდილობენ დაშინებას.

მისივე თქმით, დაშინებით არცერთ ხელისუფლებას მოუგია.

„თვეების განმავლობაში უმარტივეს შეკითხვებს ვსვამდით, რომელიც საზოგადოებას აწუხებს: გაძვირებული ცხოვრება, ემიგრაცია, უმუშევრობა, გაძვირებული საწვავის ფასი, გაძვირებული პროდუქტების ფასი, გაძვირებული კომუნალურები. ამდენი ხნის განმავლობაში პასუხი ვერ მოიფიქრეს და დააკავეს ადამიანი. გარდა იმისა, რომ ჩემი თანაშემწეა პარლამენტში, ჩემი მეგობარია, შესაბამისად, ასე ცდილობენ პასუხი გაგვცენ. ეს არის მათი პასუხი.

როგორც კი პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს, ეს არის მათი პასუხი: დაგიჭერთ, 15 წლის წინანდელ საქმეს ან რამეს მოვიგონებთ, ან რამე დაგვესიზმრება და ასე გაგისწორდებით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წლევანდელი წელი არის უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს ხელისუფლება, ეს დამოკიდებულება და მიდგომები. ამით უნდათ შიში დათესონ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მისამართი შეეშალათ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ.

„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით აქტიურები ვიყავით და ვიქნებით, მათ შორის, ლაშაც აპროტესტებდა 7-8 მარტს, შესაბამისად, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ პროცესებს. ხალხი მაინც არ შეეგუება ამ ქვეყნის გარუსებას. შიშით ამ ქვეყანაში არავის მოუგია, არასდროს, არცერთ ხელისუფლებას. პროკურატურა ამ საქმეებით არ უნდა იყოს დაკავებული და რაღაც სიგიჟეებს არ უნდა იგონებდეს, პროკურატურაში უნდა დადიოდეს ფარცხალაძე, რომელმაც ხალხი გაძარცვა. ღარიბაშვილი, რომელმაც მიიტაცა ხალხის ფული. ეს ხალხი უნდა დადიოდეს პროკურატურაში, მაგრამ რას აკეთებენ? იმ ადამიანებს დევნიან, რომლებიც ამაზე საუბრობენ.

ვინმეს გჯერათ, რომ რაღაც მოხდა 2009 წელს, რა სიგიჟეა, მათ არ უნდათ პრობლემებზე საუბარი. ამათგან ყველაფერს ველოდებით, ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი, რომ დააკავონ გგონიათ ვინმე არ ელოდება?! დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო